რატი იონათამიშვილი - კანონშემოქმედებითი პროცესიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას და ამ დროს სანქციებზეა საუბარი, ეს არის უპრეცედენტო, აბსურდული
კანონშემოქმედებითი პროცესიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას და ამ დროს სანქციებზეა საუბარი, ეს არის უპრეცედენტო, აბსურდული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების დაწესება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და დემოკრატიის პრინციპებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები ამ სანქციების დაწესების მიმართულებით საუბრობენ ზუსტად 17 მაისის შემდეგ. როგორც ჩანს, 17 მაისის ღონისძიება, რომელმაც მთლიანად საქართველო გააერთიანა, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ცალკეული აქტორებისთვის. მეორე მხრივ, კანონშემოქმედებითი პროცესიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას და ამ დროს სანქციებზეა საუბარი, ეს არის უპრეცედენტო, აბსურდული. ეს არა მარტო ქვეყნებს შორის მეგობრობას, არამედ დემოკრატიის პრინციპებს აყენებს სერიოზული რისკის ქვეშ. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებები, თუკი დადგა, იქნება მხოლოდ დროებითი, უსაფუძვლო და, საბოლოო ჯამში, შეფასდება, როგორც დემოკრატიული პრინციპების ძირის გამომთხრელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.