რატი იონათამიშვილი - იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც საკუთარ პოლიტიკურ დევიზად ხალხის შეურაცხყოფა დაისახეს, პოლიტიკაში ვერასდროს ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს
ამდენი იმისთვის იფიქრეს, რომ საბოლოოდ კუპრაძის კანდიდატურა დაეყენებინათ თბილისის მერად. ეს უკვე ძალიან უხერხულია და უფრო ანეკდოტს ჰგავს, ვიდრე იმას, რომ ვინმემ შეიძლება სერიოზულად აღიქვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმატებაზე საუბარი არასერიოზულია.
„ამ ადამიანებს პარტიის წევრების იმდენად დიდი დეფიციტი აქვთ, რომ, როგორც ჩანს, საკრებულოს სიების დაკომპლექტების უნარიც კი არ გააჩნიათ, მათ შორის რეგიონებში. ამის ფონზე მხარდაჭერაზე საერთოდ არასერიოზული იქნება საუბარი. ეს არის დამსახურებულად, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ გახარიასა და ხაზარაძის პარტიები არის საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც თაღლითების და მოღალატეების გაერთიანება. როდესაც ასეთი „ღირებულებების“ ირგვლივ ერთიანდები, თან ასეთი ანეკდოტური კანდიდატებით, წარმატებაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია. ეს ადამიანები ყოველ ჯერზე შეურაცხყოფას აყენებენ, მათ შორის, საკუთარ მცირერიცხოვან ამომრჩეველსაც კი, მათი ინტერესები არასდროს არაფრად არ მიაჩნდათ. მარტო საკუთარი ინტერესები აქვთ და იქაც სასამართლოს აგებენ, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟებში. იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც საკუთარ პოლიტიკურ დევიზად ხალხის შეურაცხყოფა დაისახეს, პოლიტიკაში ვერასდროს ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.