რატი იონათამიშვილი - „გირჩს“ ვურჩევდი, საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთოს
რატი იონათამიშვილი - „გირჩს“ ვურჩევდი, საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთოს

„გირჩის“ გადაწყვეტილებაა, პარლამენტში მოვიდეს, რათა დერეფნებში შეხვედრა გამართოს. მათ ვურჩევდი, საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „გირჩს“ სურს, კონსტრუქციული როლი შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში, საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი მათთვის და მოხდება მათი მხარდამჭერთა პოზიციის გაზიარება, პასუხისმგებლობის აღება. თუ მათ სურთ, კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. თუ ამისგან თავს იკავებენ, მაშინ ვფიქრობ, მხოლოდ დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მათი 7 პუნქტიც დაახლოებით იმავე შინაარსის არის, რაც დერეფანში საქმიანი შეხვედრების გამართვა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.