რატი იონათამიშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებები მოტივირებულია მხოლოდ პოპულიზმით და არა პროცესებისადმი გულშემატკივრობით
რატი იონათამიშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებები მოტივირებულია მხოლოდ პოპულიზმით და არა პროცესებისადმი გულშემატკივრობით

რაიმეთი თუ გამოირჩევა გიორგი ვაშაძე, ის არათანმიმდევრული და სამარცხვინო განცხადებებია, რომელიც ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ყოველ ჯერზე ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც გასაკვირი არ არის.

„ყოველ ჯერზე ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც არ მიკვირს. რადგან მისი განცხადებები მოტივირებულია მხოლოდ პოპულიზმით და არა პროცესებისადმი გულშემატკივრობით.

მსგავსი განცხადებების გაკეთება უხერხულია განსაკუთრებით მათგან, ვისი რეიტინგიც ძალიან დაბალია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ, ხალხის დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ორ ხერხს მიმართავს: კორონავირუსით დაშინებას და ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის საშუალებას.