რატი იონათამიშვილი - გერმანიის საგარეო უწყება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ტყუილის თქმა უწევთ, არ უნდათ აღიარონ, რომ მათი ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევდა 
რატი იონათამიშვილი - გერმანიის საგარეო უწყება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ტყუილის თქმა უწევთ, არ უნდათ აღიარონ, რომ მათი ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევდა 

გერმანიის საგარეო უწყება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ფაქტობრივ ტყუილს ამბობს, ტყუილის თქმა უწევს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, არ უნდათ აღიარონ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევდა.

„გერმანიის საგარეო უწყება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივ ტყუილს ამბობს და, როგორც ჩანს, ამ ტყუილის თქმა უწევს. არ უნდა იმის აღიარება, რომ მათი ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევდა. დღესაც ამბობენ, რომ ფიშერი ხაზარაძის მდგმური არ იყო, მაგრამ არათუ მდგმური იყო, გადასახადებსაც კი არ იხდიდა მდგმურობის დროს და ამის აღიარება მოუწია“, – განაცხადა რატი იონათმიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპასუხოდ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.