რატი იონათამიშვილი - გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე აგენტები არიან
რატი იონათამიშვილი - გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე აგენტები არიან

გავრცელებული ჩანაწერი, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერზე.

„გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიება არის მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ერთი მთავარი საკითხი ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები, მათ არ გააჩნიათ არანაირი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან კარგი, რომ ყველაფერ ამას თავად ამტკიცებენ და ასაჯაროვებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.