რატი იონათამიშვილი - გარკვეული ადამიანები ჩვენს ბიჭებს ატყუებენ, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები, არ აფრთხილებენ, რომ ეს ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას
რატი იონათამიშვილი - გარკვეული ადამიანები ჩვენს ბიჭებს ატყუებენ, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები, არ აფრთხილებენ, რომ ეს ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას

მამუკა მამულაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ვნახეთ ბინძური სპეკულაციები და აჟიოტაჟი ჯერ – პრემიერ-მინისტრის, შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყოფილა სიმართლე. სიმართლეზე ჰქონდათ თურმე ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აღნიშნული ადამიანები ქვეყანას მტრობენ.

„ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები, არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ადამიანები მტრობენ ჩვენს ქვეყანას და არა ხელისუფლებას, საზოგადოებას და ზუსტად ასეთი დამოკიდებულებისა და არაგულწრფელობის, სპეკულაციების გამო არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან მძიმედ აქვს დღეს საქმე. ვარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მათი მდგომარეობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.