რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული აქციები სრულად არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მიზანია, გეოგრაფიული რუკიდან წაშალონ ჩვენი ქვეყანა
რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული აქციები სრულად არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მიზანია, გეოგრაფიული რუკიდან წაშალონ ჩვენი ქვეყანა

გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული აქციები სრულად არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს აქციები სრულად არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამ მოძრაობას შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე ფორმალური სახელი, მაგალითად, „გირჩი“, „დროა“, გახარიები, „ახალი“ და ა.შ. მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. ფარულ აუდიოჩანაწერებში თავად აღიარებენ, რომ არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც მორალი არ გააჩნიათ. ეს ხალხი ნამდვილად არის აგენტურა, რომლის მიზანია, გეოგრაფიული რუკიდან წაშალონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში რატი იონათამიშვილმა.