რატი იონათამიშვილი - გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე არიან გადასულები
რატი იონათამიშვილი - გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე არიან გადასულები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები გადასულები არიან ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სინამდვილეში „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ.

„მათ იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე რეალურ კონკურენციას ვერცერთი მათგანი ვერ გაუწევს. ამიტომ, გადასულები არიან ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე. ეს მათი რეალური ამოცანაა და მათ ამ ტაქტიკას საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.