რატი იონათამიშვილი - დაინტერესებული მართლა თუ არიან, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და ღირსებით მოვაწერთ ხელს, გადაწყვეტილებას ვინც იღებს, გასაღებიც მათ ხელშია, შანტაჟი ევროპული ღირებულება არაა
გადაწყვეტილებას ვინც იღებს, გასაღებიც მათ ხელშია. შანტაჟის ნაცვლად, საქმე უნდა გვაჩვენონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, შანტაჟი ევროპული ღირებულება არ არის, საქმე ევროპული პრინციპია.
„ვინც გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, გასაღებიც მათ ხელშია. სამი წლის მანძილზე ქვეყნის ევროინტეგრაციის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ამის მიუხედავად, მაინც მორიგი პროგრესის მოპოვება შევძელით, კანდიდატის სტატუსის სახით. შანტაჟის ნაცვლად, საქმე უნდა გვაჩვენონ, რაც ჩვენი არჩევანია. შანტაჟი ევროპული ღირებულება არ არის, საქმე ევროპული პრინციპია. ისინი ამ საკითხებით მართლა დაინტერესებული თუ არიან, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ამას ღირსებით მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.