რატი იონათამიშვილი - ფაქტია, ევროპული ქვეყნები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ რუსეთში, ვიდრე უკრაინაში, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ფლაგმანი დიდი ბრიტანეთი ყოფილა, რადგან საუბარია 8-მილიარდიან ბრუნვაზე
ფაქტია, ევროპული ქვეყნები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ რუსეთში, ვიდრე უკრაინაში. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ფლაგმანი დიდი ბრიტანეთი ყოფილა, რადგან საუბარი 8-მილიარდიან ბრუნვაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა კითხვაზე, როგორ გამოიყურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, „რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის გარიგება“.
„რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი პოლიტიკური ამორალურობაა და ამას ორმაგ სტანდარტად ვერ შევაფასებთ, გაცილებით უფრო მძიმეა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველო შანტაჟითა და მუქარით ეროვნული ინტერესების გატარებაზე ხელს აიღებს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება. არანაირი ძალა და იძულება არ არსებობს, რომელიც პოზიციას შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.