რატი იონათამიშვილი – ფაქტია, დღე არ გავა, ჩვენს ლიდერებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ ჰქონდეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში
ფაქტია, დღე არ გავა, ჩვენს ლიდერებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ ჰქონდეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „დღეს საქართველო ძლიერი, სუვერენული ქვეყანაა და არ არის სხვისი მორჩილებისა და დავალების შემსრულებელი, როგორც ეს ევრობიუროკრატებს უნდათ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორია ევრობიუროკრატების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ დღეს, საქართველო ძლიერი, სუვერენული ქვეყანაა და არ არის სხვისი მორჩილებისა და დავალების შემსრულებელი, როგორც ეს ამ ევრობიუროკრატებს უნდათ. რა თქმა უნდა, ვერავინ შეუშლის ხელს იმ მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც დღეს მსოფლიოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ბლოკზე აქვს საქართველოს. პირველ რიგში, ეს არის დაკავშირებადობის კონცეფცია, რომლის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის სასიცოცხლოა. რაც დრო გავა, ეს მიმართულებები უფრო მეტად გაიზრდება და ამას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი დაბლოკვა ვინც არ უნდა ისურვოს, საბოლოო ჯამში, თავად ხდებიან საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან დაბლოკილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.