რატი იონათამიშვილი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს დემოკრატიის უგულებელყოფით, იღებენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის, ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებს
რატი იონათამიშვილი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს დემოკრატიის უგულებელყოფით, იღებენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის, ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს დემოკრატიის უგულებელყოფით და იღებენ ისეთ რეზოლუციებს და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის, ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და დასკვნების გამოტანა შეუძლია.

„ამ ადამიანებს თუ არ შეუძლიათ და არ აქვთ უნარი, დასკვნები გამოიტანონ, საზოგადოება ხედავს. ფაქტი არის, რომ ამ მხრივ თვითონ ამ სტრუქტურებში სერიოზული კრიზისი არსებობს. არ შემიძლია, არ გავიხსენო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროპის ყველაზე დიდი პრობლემა თვითონ ევროპაშია და ეს არის დემოკრატიის ძირის გამომთხრელი საქმე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.