რატი იონათამიშვილი „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
რატი იონათამიშვილი „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და „ევროპულ საქართველოს“  ვანსა და ხონში შუალედურ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„აი, ამ დარღვევაზე საუბრობდა ურავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ბოკერია კი უცოდინრობაში გვდებდა ბრალს, როცა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებაზე იყო საუბარი. უცოდინრობა და უტიფრობა თავისთან მოიკითხონ, რადგან ვიდეოში კარგად ჩანს, დღეს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პარლამენტის კუთვნილი ავტომობილით როგორ გადაადგილდებოდა ხონში, #2-ე საარჩევნო უბანზე! ეს არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რაც იმდენად აქვთ გამჯდარი ქცევაში, რომ ახლაც ვერ ეჩვევიან მავნე ზნეს. ჩვენ მოქალაქეები ტრანსპორტით იმიტომ არ უზრუნველგვყოფენ, რომ პარტიული მიზნებისთვის მოვიხმაროთ, მით უმეტეს, არჩევნებზე და მით უმეტეს საარჩევნო უბანზე. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და ამის „გაპრავება“ კიდევ უფრო მეტი უცოდინრობა და უტიფრობა“, – წერს უმრავლესობის დეპუტატი „ფეისბუქის“ გვერდზე.

↘️↘️↘️↘️ აი, ამ დარღვევაზე საუბრობდა ახლახანს იმედზე უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ბოკერია კი უცოდინობაში გვდებდა ბრალს, როცა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებაზე იყო საუბარი. უცოდინრობა და უტიფრობა თავისკენ მოიკითხონ, რადგან 👉👉👉 ვიდეოში კარგად ჩანს, დღეს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პარლამენტის კუთვნილი ავტომობილით როგორ გადაადგილდებოდა ხონში, # 2-ე საარჩევნო უბანზე!!! ეს არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რაც იმდენად აქვთ გამჯდარი ქცევაში, რომ ახლაც ვერ ეჩვევიან მავნე ზნეს… ჩვენ, მოქალაქეები ტრანსპორტით იმიტომ არ უზრუნველგვყოფენ, რომ პარტიული მიზნებისთვის მოვიხმაროთ, მითუმეტეს არჩევნებზე და მითუმეტეს საარჩევნო უბანზე!. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა!!! და ამის "გაპრავება" კიდევ უფრო მეტი უცოდინრობა და უტიფრობა!!!

Posted by Rati Ionatamishvili on 2018 წლის 28 აპრილი, შაბათი