რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტარების ჩამოსვლა მაშველი რგოლია საპროტესტო მუხტის ხელოვნურად ასაწევად, თუმცა როგორც როთების ჩამოსვლა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული, ახლაც ასევე იქნება
ევროპარლამენტარების ჩამოსვლა მაშველი რგოლია საპროტესტო მუხტის ხელოვნურად ასაწევად, თუმცა როგორც როთების ჩამოსვლა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული, ახლაც ასევე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ადამიანები როდესაც არეულობის ხელშესაწყობად ჩამოდიან, ასეთ გეგმებს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.
„ეს ერთგვარი მაშველი რგოლია, როდესაც აქციაზე ვხედავთ, რომ უკვე მუხტი არ არსებობს. ფაქტობრივად, აქციაც აღარ არსებობს, ცალკეული ადამიანები რუსთაველის გამზირზე სეირნობენ, და სეირნობაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ, ამ ადამიანების ჩამოსვლა მაშველი რგოლია საპროტესტო მუხტის ხელოვნურად ასაწევად. იმ ადამიანების, რომლებსაც, სინამდვილეში, ქართულ საზოგადოებაში არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ. როგორც როთების ჩამოსვლა და იმ ადამიანების აქ ყოფნა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული აქციის მუხტისთვის, ახლაც ასე იქნება და არაფერი შეიცვლება. ადამიანები როდესაც გულწრფელი არ არიან და მხოლოდ იმისთვის ჩამოდიან, რომ არეულობას შეუწყონ ხელი, ასეთ გეგმებს საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ექნება. პირიქით, ისედაც გამქრალი მუხტის კიდევ უფრო გაქრობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.