რატი იონათამიშვილი - ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერია ასოცირებული ტრიოს, ასევე ბალკანური ქვეყნების თვალსაზრისით
რატი იონათამიშვილი - ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერია ასოცირებული ტრიოს, ასევე ბალკანური ქვეყნების თვალსაზრისით

ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა როგორც ასოცირებული ტრიოს, ასევე ბალკანური ქვეყნების თვალსაზრისით, რომლებსაც დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს ანგარიში არის კიდევ ერთი მტკიცე და მყარი არგუმენტი იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ, სამართლიანი განხილვისა და მსჯელობის შემთხვევაში, საქართველო აქამდეც იმაახურებდა და დღეს კიდევ უფრო მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს.