რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატიაში კრიზისია, რაც სერიოზული სიგნალია ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, არაკვალიფიციური ბიუროკრატების ხელშია

16:56, 11.09.2026

ვხედავთ, ევრობიუროკრატები ოფიციალურ ვაშინგტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდებიან, კონკრეტულად, პრეზიდენტს და იმ იდეას, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპს ამერიკულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და ამ ქვეყნის პრეზიდენტი მეორედ გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე მათი საუბრები ერთადერთზე მიანიშნებს – დღეს როგორ კრიზისშია ევრობიუროკრატია, განსაკუთრებით, დიპლომატიის თვალსაზრისით.

„ამას თუ დავამატებთ, რომ, ფაქტობრივად, იგივე კალასი არც უფიქრდება და არც არაფრად აგებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კიდევ ერთხელ ვხედავთ იმ კრიზისს, რომელიც ევრობიუროკრატიაშია. ეს სერიოზული სიგნალია თვითონ ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ასეთი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური ბიუროკრატების ქვეშ არის, რომლებსაც ევროპის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი