რატი იონათამიშვილი ერთ-ერთ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ღალატის აღიარებას უწოდებს
რატი იონათამიშვილი ერთ-ერთ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ღალატის აღიარებას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რატი იონთამიშვილი გადაცემიდან ამონარიდს ავრცელებს და ჭიაბერაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, 2008 წელს ომის შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქართველების მიმართ ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ამ დოკუმენტში მე-5 და მე-11 მუხლებში არის გამოთქმული ეჭვი, ნამდვილად დაირღვა თუ არა ჰუმანიტარული სამართალი და ვინ დაიწყო ომი.

„დოკუმენტში, რომელიც მიღებულია ომის, საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ძალიან მალევე, დაფიქსირდა, რომ რუსეთმა და სეპარატისტებმა ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა – ამ დროს მე ევროსაბჭოში ელჩი ვიყავი – რომ არის ოკუპაცია, რომ რუსეთმა უნდა გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და რომ ევროპის საბჭო და მთელი ევროპა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალიან პოზიტიური დოკუმენტია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში მე-5 და მე-11 მუხლებში გამოთქმულია ეჭვი იმაზე, ზუსტად დაირღვა თუ არა ჰუმანიტარული სამართალი, ახლა ჰააგაში რაც არის, ან მე-5 მუხლში, ვინ დაიწყო ომი.

ახლა მდინარაძე აცხადებს, რატომ მოხვდა აქ ეს პუნქტები. მოხვდა იმიტომ, რომ როდესაც ჩვენს ნაწილს, რუსეთის ლობირებით გარკვეული ევროპარლამენტარები გვეუბნებოდნენ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს და ჩვენ ვეუბნებოდით, არ უნდა ჩაიწეროს, ისინი გვეუბნებოდნენ, როგორ, სალომე ზურაბიშვილი ამას ამბობს და რატომ არ უნდა ჩავწეროთო. აქ ჩაწერილია ეჭვის ფორმით, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება. არჩევანი იყო ასეთი, რომ მასში დაფიქისირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაფიქსირებულია ქართველების მიმართ ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, ყველაფერი და ამიტომ მოვაწერეთ ხელი. რაც მე-5 მუხლში წერია, ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ გვქონდა მყარი რწმენა, რომ მაშინაც კი, თუ ჰააგაში ჩატარდებოდა გამოძიება, საქართველო გამართლდებოდა, 14 წლის შემდეგ. მე-5 და მე-11 პუნქტი არავალიდურია, მაგრამ ყველაფერი ის, რაც აქ წერია, ვალიდურია დღეს და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დე იურედ დაცულია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭაიბერაშვილის ამ განცხადებას რატი იონათამიშვილი ღალატის აღიარებას უწოდებს.

„კლასიკაა, აბსურდულობის! რა ეჭვი, ომის დანაშაულზე მოუწერეს ხელი. რის სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო მაშინ. ევროსაბჭოში ელჩი ვიყავიო და მოუსმინეთ, რას ლაპარაკობს. ეს არის ღალატის აღიარება!!!“ – წერს იონათამიშვილი.