რატი იონათამიშვილი - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, პიროტექნიკას აზრის მშვიდობიან გამოხატვასთან საერთო არაფერი აქვს, ამას სისტემური ხასიათი აქვს, ეს არის პროვოცირებული და დაორგანიზებული
რატი იონათამიშვილი - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, პიროტექნიკას აზრის მშვიდობიან გამოხატვასთან საერთო არაფერი აქვს, ამას სისტემური ხასიათი აქვს, ეს არის პროვოცირებული და დაორგანიზებული

აქციის მონაწილეები კანონით დადგენილ ნორმებს არ უნდა გასცდნენ, მაგრამ რადიკალური ჯგუფები სისტემურად ძალადობაზე გადადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს, პიროტექნიკას აზრის მშვიდობიან გამოხატვასთან საერთო არაფერი აქვს.

„ამას სისტემური ხასიათი აქვს. ეს არის პროვოცირებული და დაორგანიზებული, ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებთ, მსგავსი ძალადობისგან თავი შეიკავონ, რადგან ვინც ამას გეგმავს, მას იმის ინტერესი არ აქვს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. არც ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე პროგრესის, ეს პირიქით ხდება. ამ ადამიანების მიზანია, საქართველოში არეულობა და პოლარიზება გამოიწვიონ, რასაც არ დავუშვებთ.

ქვეყანაში პროგრესი იმისთვის არ გვაქვს, რომ რადიკალებმა ქვეყანა არიონ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს. რაც შეეხება აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებას მსხვერპლზე, ცხადია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან. ეს არის მათი მენტალობის სახე. ისინი ყველაფერს იკადრებენ. ისინი არიან კრიმინალების დაჯგუფება, ვისთვისაც ძალადობა და სიძულვილი სამარკო ნიშანია. მათ როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ, ამის განხორციელების შანსი არ აქვთ. საქართველო ძლიერი სახელმწიფოა და არ დავუშვებთ, ვინმემ ქვეყანის განვითარებას და მშვიდობას რაიმე საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.