რატი იონათამიშვილი - ძალიან ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის მიუღებელი
რატი იონათამიშვილი - ძალიან ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის მიუღებელი

ძალიან ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის მიუღებელი, როგორც არ უნდა გვინდოდეს გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მივიღოთ“ – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

„როგორც იკვეთება და ამაში ისედაც დარწმუნებული ვიყავით, ონის ინციდენტი იყო ყოფითი დავის შედეგი, რაც ცხადია, ძალიან სამწუხაროა. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომ მათ, ფაქტობრივად, ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული ინციდენტი და დამნაშავე დაკავებულია“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვირვალობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი.

„როგორი მაღალი სტანდარტითაც არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ჩვენი მიზანია, ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვირვალობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი. ეს დინამიკა რომ სახეზეა, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშები და სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ ვუდგებით პოლიტიკური ნიშნით. არის საკითხები, სადაც უმთავრესი არის, რომ სახელმწიფოებრივი ხედვით ვმოქმედებდეთ. არჩევნები არის სწორედ ასეთი, რადგანაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური ხედვისა და სიმპატიებისა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის უმთავრესია, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს წინაზე უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.