რატი იონათამიშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დესტრუქციული პარტიები არიან, ისინი ჯამში, ერთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ
რატი იონათამიშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დესტრუქციული პარტიები არიან, ისინი ჯამში, ერთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ

გაერთიანდა სამი პარტია, რომლებიც ჯამში, ერთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც  „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას უკავშირდება.

როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, ეს პარტიები დესტრუქციულები არიან და საპარლამენტო საქმიანობას ემიჯნებიან.

„ახლა ეს პარტიები ცდილობენ ხელოვნურად თვითაქტუალიზაციას და ისეთ თემებს იგონებენ, რომელზეც საუბარი მათივე გადასახედიდან უხერხული უნდა იყოს, რადგან სწორედ ამ პარტიებმა გამოაჩინეს განსაკუთრებული უპასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით და გაემიჯნენ სამუშაო პროცესს. ფაქტობრივად, აღიარეს, რომ მათი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რაც არის იმის მიზეზი, რომ ერთი პროცენტიც კი არ აქვთ. ფაქტია, ეს პარტიები არიან დესტრუქციულები და ემიჯნებიან საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.