რატი იონათამიშვილი – „დიფ სთეითი“ ნებისმიერ ქვეყანას გაწირავს, რათა გავლენები გაზარდოს, მათი ამოცანაა ომის გაღრმავება, ეს ამერიკის უსაფრთხოების დოქტრინაშიც გამოიხატა
ვხედავთ, რომ „დიფ სთეითმა“ უკრაინა განადგურებისთვის გასწირა. „დიფ სთეითი“ ნებისმიერ ქვეყანას გაწირავს, რათა საკუთარი გავლენები გაზარდოს და მშვიდობის არქიტექტურას რა დაემართება, მას საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ჩანს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები ბინძური პროპაგანდით არიან დაკავებული და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, რაც დონალდ ტრამპის მაგალითზეც გამოჩნდა.
„ამ ადამიანების მიზანი მშვიდობა არ არის. მათი ამოცანაა ომის გაღრმავება. ეს ამერიკის უსაფრთხოების დოქტრინაშიც გამოიხატა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.