ტულსი გაბარდი - „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ
ტულსი გაბარდი - „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს.

მისი თქმით, რუსეთს არ აქვს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

როგორც ტულსი გაბარდი აღნიშნავს, სიცრუეა განცხადებები, თითქოს აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ეთანხმება და მხარს უჭერს ევროკავშირ-ნატო-ს თვალსაზრისს, რომ რუსეთის მიზანია ევროპაში შეჭრა და დაპყრობა. მისივე აზრით, ამ ცრუ განცხადებებით, „დიფ სთეითის“ ომის მომხრეები და მათი პროპაგანდისტული მედია კვლავ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაამყაროს მშვიდობა უკრაინაში.

„სიმართლეა შემდეგი – აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთს არც კი აქვს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა, მით უმეტეს – ევროპაში შეჭრისა და ოკუპაციის“, – წერს ტულსი გაბარდი.