რატი იონათამიშვილი – დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის სახედ იქცა, ორმაგი მიდგომების გამო, ევროსტრუქტურებში კრიზისი ძალიან მაღალია, ფაქტობრივად, ინსტიტუტების რეპუტაცია შელახულია
დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის სახედ იქცა. ძალადობას როდესაც სხვაგან აქეზებ, ამის შედეგი მხოლოდ ერთი იქნება, რომ ძალადობას, საბოლოო ჯამში, საკუთარ სივრცეში მიიღებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ორმაგი მიდგომების გამო დღეს ევროსტრუქტურებში კრიზისი ძალიან მაღალია.
„ახლა სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ, რადგან როდესაც ისინი საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, ძალადობას ყველგან ახალისებდნენ. არ გვგონია, რომ ევროპელი მოქალაქეები რაღაც დასკვნებს გამოიტანენ, მაგრამ ფაქტია, სწორედ ასეთი ქმედებებით და ორმაგი მიდგომებითაა, რომ დღეს ევროსტრუქტურებში კრიზისი ძალიან მაღალია. ფაქტობრივად, ინსტიტუტების იმიჯი და რეპუტაცია უკიდურესად შელახულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.