რატი იონათამიშვილი - დღითი დღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტად დაინახავს საზოგადოება ამ სავალალო სურათს
რატი იონათამიშვილი - დღითი დღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტად დაინახავს საზოგადოება ამ სავალალო სურათს

დღითი დღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას წლების განმავლობაში არ ჰქონია არც ერთი მცდელობა, რაიმე პოზიტიური საკითხი შემოეტანა დღის წესრიგში.

„დღითი დღე აშკარა ხდება საზოგადოებისთვის ის ღრმა კრიზისი, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ჩანს, ამ პარტიის ლიდერები ხელს უწყობენ კრიზისის გამძაფრებას. ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი, რადგან ამ პარტიას ამდენი წლის განმავლობაში არ ჰქონია არც ერთი მცდელობა, თუნდაც რაიმე პოზიტიური საკითხი შემოეტანათ დღის წესრიგში. ისინი რითაც არიან დაკავებული, ესაა ურთიერთლანძღვა, ურთიერდაპირისპირება და ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. სინამდვილეში, პასუხისმგებლობის აღების უნარი არც მელიას აქვს, მით უმეტეს – არც ბარამიძეს და არც სააკაშვილს. ამიტომ რაც მეტს ილაპარაკებენ, უფრო მეტად დაინახავს საზოგადოება ამ სავალალო სურათს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.