რატი იონათამიშვილი - დარწმუნებული ვართ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რაც საქართველო-აშშ-ს შორის დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა
რატი იონათამიშვილი - დარწმუნებული ვართ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რაც საქართველო-აშშ-ს შორის დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა

დარწმუნებული ვართ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რაც ქვეყნებს შორის დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი და მათი გადაწყვეტილებაც უფრო მეტად იმას ჰგავდა, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს საგარეო მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რაც დღეს ქვეყნებს შორის დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა. ზოგადად, ეს გადაწყვეტილება კარგი გზავნილი არ არის ამერიკის პარტნიორი ქვეყნების მიმართ. საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, 20 იანვრის შემდეგ ის ცვლილებები იქნება, რასაც კეთილსინდისიერი მიდგომები იმსახურებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.