რატი იონათამიშვილი - დადასტურდა, რომ კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე არასდროს ყოფილა საუბარი
რატი იონათამიშვილი - დადასტურდა, რომ კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე არასდროს ყოფილა საუბარი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით დადასტურდა, რომ კონგრესში საქართველოს მიმართ  სანქციებზე საუბარი არასდროს ყოფილა.

დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებს ოპოზიცია ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

„ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ამ ინიციატივაში სანქციებზე საუბარი ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე საუბარი არასდროს ყოფილა, როგორც ამის წარმოჩენა სურს კრიმინალურ ოპოზიციას და პარტიულ მედიას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს მადლობას ვუხდი იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მათგან ინტენსიურად გრძნობს. ეს არის იმის ერთ-ერთი გარანტია, რომ ქვეყანა სტაბილურად იყოს და რეგიონი სტაბილურად ვითარდებოდეს. ოპოზიცია ამ საკითხებს იყენებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც მიზანმიმართული აგრესიაა არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ. ეს არის მხოლოდ ორი სუბიექტის ინტერესი – რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათ არ სურთ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ადამ კინზინგერმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით კონგრესში სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

„საქართველოსთან მიმართებით, ეს ტექსტი სანქცია არაა. სანქციები იმ შემთხვევაში იქნებოდა ამოქმედებული, თუ, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო იტყოდა, რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს და ამის გამო შევწყვეტთ ფინანსურ დახმარებას. ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა კინზინგერმა.

დატოვე კომენტარი