რატი იონათამიშვილი - თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება
რატი იონათამიშვილი - თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგადად საარჩევნო უბნებზე შეიქმნება უსაფრთხო გარემო.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი პანდემიის პირობებში ცესკო-ს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ცესკო-მ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები და რეგულაციები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.