რატი იონათამიშვილი - ცრუ ფასეულობების თავზე მოხვევა ყოველთვის კონტრპროდუქტიული იქნება, მოქალაქეები ვერ მოატყუეს, ვხედავთ, რომ პროპაგანდა მათი ავტორებისთვის ცუდად მთავრდება
რატი იონათამიშვილი - ცრუ ფასეულობების თავზე მოხვევა ყოველთვის კონტრპროდუქტიული იქნება, მოქალაქეები ვერ მოატყუეს, ვხედავთ, რომ პროპაგანდა მათი ავტორებისთვის ცუდად მთავრდება

ცრუ ფასეულობების თავზე მოხვევა ყოველთვის კონტრპროდუქტიული იქნება და ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ცხადი ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის, რამდენად სწორი ვიყავით, როცა საქართველოში არასრულწლოვანთა დაცვის კანონი მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა მათი ავტორებისთვის ცუდად მთავრდება.

„გვახსოვს „ნაცებს“ როგორი დეზინფორმაციული პროპაგანდა ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ თურმე ევროკავშირი ამას არავის სთხოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარად არის. ვინც საზოგადოებას ატყუებდა, სინამდვილეში მოქალაქეები ვერ მოატყუეს. ვხედავთ, რომ ასეთი პროპაგანდა მათი ავტორებისთვის ცუდად მთავრდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.