რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების გასანადგურებლად, მედია იყო დამონებული, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების გასანადგურებლად, მედია იყო დამონებული, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე

ცინიზმია, როცა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლა შეაფასა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„პოლიტიკური ცინიზმი არის, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა ჩვენს მოქალაქეებს, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე და გვეუბნება, რომ ხო არ გვენატრება ის მეთოდები, რომელი მეთოდებითაც მართავდა ქვეყანას, რაც ნამდვილად შავი ლაქა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში. ეს ადამიანი თვითონ სცემს პასუხს იმ კითხვებს, თუ რატომ ხდება, რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მას და მის პოლიტიკურ გუნდს არ აქვს და აღარც არასდროს ექნება.

არანაირი – არც სამართლებრივი, არც მორალური და არც სახელმწიფოებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სამართლიან განვითარებას და დემოკრატიულ პრინციპებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დატოვე კომენტარი