რატი იონათამიშვილი - ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელთა ლიდერის და პარტიის წევრების მხრიდან ხშირად გვესმის სიძულვილის ენა
რატი იონათამიშვილი - ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელთა ლიდერის და პარტიის წევრების მხრიდან ხშირად გვესმის სიძულვილის ენა

განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელის და პარტიის წევრების მხრიდან ჩვენ ხშირად გვესმის სიძულვილის ენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად იყენებს სიძულვილის ენას, მათ შორის, ქალების, შშმ პირების და საერთაშორისო პატნიორების მიმართ.

„განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელის და პარტიის წევრების მხრიდან ჩვენ ხშირად გვესმის სიძულვილის ენა არა მარტო ქალების მიმართ, არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართაც კი. ამიტომ თუ თვითონ აღიარებენ იმას, რომ სიძულვილის ენა არის ის რასაც ისინი ძალიან აქტიურად გამოიყენებენ იქნება, ძალიან კარგი. სხვაზე მითითება ვფიქრობ, რომ პირიქით მათთვის წახალისებაა, რადგან კიდევ უფრო მეტად განავითარონ ის მავნე პრაქტიკა, რაც აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს განაცხადა, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის.

„ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება მილიონამდე მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა, შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მივმართოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.