რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის სხვაობა აღარ არის, გახარია პრემიერობიდან გადადგომის დღიდან არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“
რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის სხვაობა აღარ არის, გახარია პრემიერობიდან გადადგომის დღიდან არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ჩვენთვის სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის უკვე აღარ არის და ეს სხვაობა პრინციპში არც მაშინ იყო, როდესაც გახარიამ თუნდაც მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარია პრემიერობიდან გადადგომის დღიდან უკვე არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„განცხადებები, რაც მათ გააკეთეს, რითაც უნდოდათ თითქოს ამ ერთობის გაქარწყლება, კიდევ უფრო უხერხული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ამ განცხადებებით კიდევ უფრო მეტად დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ რეალურად ეს ორი პარტია არის ერთი ორგანიზმი და მათ ერთი მიზნები ამოძრავებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.