რატი იონათამიშვილი - ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, ვისი იმედიც კრიზისულ მდგომარეობაში თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს
რატი იონათამიშვილი - ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, ვისი იმედიც კრიზისულ მდგომარეობაში თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს

ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, ვისი იმედიც თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება ჰქონდეს, როცა ქვეყანას უჭირს ან არის კრიზისულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი ფონდ „ქართუს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ნებისმიერ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პროცესებს რომ თავი დავანებოთ, „ქართუ“-ს განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, ვისი იმედიც თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება ჰქონდეს, როცა ქვეყანას უჭირს ან არის კრიზისულ მდგომარეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავძლიოთ ნებისმიერი გამოწვევა, რაც შეიძლება ქვეყნის წინაშე დადგეს“ ,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

დატოვე კომენტარი