რატი იონათამიშვილი - ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა წინასაარჩევნოდ სამართლიანი, მშვიდი გარემო იყოს და ამას საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ
რატი იონათამიშვილი - ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა წინასაარჩევნოდ სამართლიანი, მშვიდი გარემო იყოს და ამას საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იონათამიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ სამართლიანი, მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად მუშაობს და ამას საერთაშორისო პარტნიორები სათანადოდ აფასებენ.

„ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მათ უკვე შეირცხვინეს თავი ქართველ ამომრჩეველთან, ისე მართავენ წინა საარჩევნო კამპანიას და ასე თუ გააგრძელეს, მათი რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე იქნება ნულს ქვემოთ. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ სამართლიანი, მშვიდი გარემო იყოს და ამას აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები. ეს პროცესი იქნება უზრუნველყოფილი და დაცული ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა რატი იონათამიშვილმა.