რატი იონათამიშვილი - ჩემთვის ირაკლი შოთაძე ასოცირდება მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან, რომლის გამოძიებაც მან მაღალი კვალიფიკაციით ჩაატარა
რატი იონათამიშვილი - ჩემთვის ირაკლი შოთაძე ასოცირდება მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან, რომლის გამოძიებაც მან მაღალი კვალიფიკაციით ჩაატარა

ჩემთვის ირაკლი შოთაძე ასოცირდება მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან, რომლის გამოძიებაც მან მაღალი კვალიფიკაციით ჩაატარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ საპროკურორო საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მას შემდეგ უკვე ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა. გენერალური პროკურორის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიმუშავა და ამის მიზანი, იყო რომ გენერალური პროკურორის მუშაობა აპოლიტიკური ყოფილიყო, ჩვენ ამის გარანტიები შევქმენით. რაც შეეხება ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, ჩემთვის ეს ადამიანი ასოცირდება მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან, რომლის გამოძიებაც მან მაღალი კვალიფიკაციით ჩაატარა. არ დავმალავ, რომ მე მის მიმართ პირადი სიმპატიები ნამდვილად მაქვს, როგორც ღირსეული და პროფესიონალი კადრისადმი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარედგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა დღევანდელი დღის ჩათვლით გრძელდება.