რატი იონათამიშვილი - ბოლო პერიოდში ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა, რის გამოც დაიწყეს ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია, სიცრუის ტირაჟირება
რატი იონათამიშვილი - ბოლო პერიოდში ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა, რის გამოც დაიწყეს ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია, სიცრუის ტირაჟირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამისვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლიტიკური ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა დაგამოიკვეთა შეთანხმების რეალური კონტურები.

იონათამიშვილის განმარტებით, ამის საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება.

„ცალკეული ოპოზიციური პარტიები ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლაზე. ეუთო-ოდირის ანგარიშმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი დისკუსიას პარლამენტის არჩევნების არალეგიტიმურობაზე. შარლ მიშელის ვიზიტის დროს ღიად გამოიხატა საქართველოს და ოფიციალური თბილისის პირდაპირი მხარდაჭერა. ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იყო ის, რომ რაც ყველაზე მეტად უყვართ, იმის კეთებას მიჰყვნენ – ესაა ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება.

ვფიქრობ, ცალკე საკითხია იმ ადამიანების მორალური სახე, რომლებიც ახლა ვირტუალურ ჩანაწერებზე არიან აღშფოთებულნი, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებებზე გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.