რატი იონათამიშვილი - ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე
რატი იონათამიშვილი - ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე

ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული მოდელია.

„მივესალმები საქართველოს მთავრობის იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე.

მცირე მთავრობის კონცეფცია არის სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული მოდელი, რომლის სიკეთეს საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე იგრძნობენ.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს პრემიერს აქვს პროგრესული და ნოვატორული ხედვა, რომელსაც ზურგს შესაბამისი კომპეტენცია, ახალგაზრდული ენერგია და კვალიფიციური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი უმყარებს.

არსებული რეფორმები ზუსტად პასუხობს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ საჭიროებებს და სრულ თანხვედრაშია თანამედროვე გამოწვევებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.