რატი იონათამიშვილი – არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს, იმედია, ბიუროკრატები გააანალიზებენ, რომ მსგავსი საქმიანობით საქართველოსთან მიმართებით ვერაფერს შეცვლიან

12:15, 06.07.2026

კანონშემოქმედება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს დანიშნულებაც და ვალდებულებაც არის. არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს. მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ მსგავსი შინაარსის კანონებს ხშირ შემთხვევაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მკაცრი რედაქციით იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

„ასეთი ტენდენციური რეზოლუციები მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს აზიანებს. იმედია, ეს ბიუროკრატები საბოლოოდ გააანალიზებენ, რომ მსგავსი საქმიანობით საქართველოსთან მიმართებით ვერაფერს შეცვლიან, ხოლო საკუთარ საქმიანობაში მძიმე ეპიზოდებს ჩაიწერენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი