რატი იონათამიშვილი - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი, ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება
რატი იონათამიშვილი - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი, ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება

არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და რასაც ვუყურებთ, როგორ იქცევა ხელმოცარული ოპოზიცია, არის სრულიად ამაზრზენი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიციას დაბალი რეიტინგი აქვს.

„მთელი ამ ხნის მანძილზე, ფაქტობრივად, არ უსაუბრიათ საზოგადოებასთან, არ უსაუბრიათ საქმეზე. გასაგებია, რომ მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ელემენტარული საჭიროება მოითხოვს ამას. ამით ისინი ლუსტრაციას ახდენენ საზოგადოების წინაშე საკუთარი სახისას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო ქმედება, რაც კი ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვახსოვს და ამის შეფასება მოხდება ძალიან ობიექტურად, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ მათი რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი და ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.