რატი იონათამიშვილი - აქტიური  კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას
რატი იონათამიშვილი - აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას

აქტიური  კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა დამოუკიდებელ სამყაროზე. როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა დამოუკიდებელ სამყაროზე და საერთაშორისო სამართლიანობაზე. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაუყოვნებლივ აუცილებელია კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რთა ეს კონფლიქტი შეჩერდეს და რუსეთის აგრესია იყოს შეჩერებული.

ჩვენ გვაქვს აქტიური და ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და თანამეგობრობასთან რომ, ერთად შევძლოთ ამ ესკალაციის განმუხტვა.

ჩვენ განუწყვეტელი კომუნიკაცია გვაქვს როგორც ერთმანეთთან, ასევე თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა საკომუნიკაციო არხს იმისათვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იყოს აქტიური. საერთაშორისო თანამეგობრობა, უკრაინელი მეგობრები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პროვოკაციული საკითხების ძებნა მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.