რატი იონათამიშვილი - აქციების მეტ გამჭვირვალობას მოვითხოვთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს აქციებს, რაში იხარჯება მილიონ დოლარზე მეტი
აქციების მეტ გამჭვირვალობას მოვითხოვთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს აქციებს, რაში იხარჯება მილიონ დოლარზე მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები უკმაყოფილო არიან, რადგან აქციის მუხტსა და ესკალაციას ვერ მიაღწიეს.
„აქცია ორგანიზებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და პოლიტიკური უმცირესობის მიერ, რომლებიც ფულს ხარჯავენ. როგორც გავიგეთ, კეზერაშვილმა ჩიქოვანის გავლით მილიონზე მეტი დახარჯა და კიდევ უკმაყოფილო არიან, რადგან ვერ მიაღწიეს მუხტს და ესკალაციას. ამის გამო ერთმანეთს ტუქსავენ და ერთმანეთზე დარეულები არიან. ამ აქციის მეტ გამჭვირვლობას მოვითხოვთ. უნდა ვიცოდეთ, აქციებს ვინ აფინანსებს, რაში იხარჯება მილიონ დოლარზე მეტი. ჩანს, რომ ამ აქციების სახე გაუმჭვირვალობაა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან დიმა ჩიქოვანის და პოლიტიკური უმცირესობის გვერდით დგომა ნიშნავს მხოლოდ უჩა აბაშიძის მორალის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.