რატი იონათამიშვილი – ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნის თვალსაზრისით

12:14, 06.07.2026

ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, რაც სოციალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

მსგავსი