რატი იონათამიშვილი – აგენტურულ ოპოზიციას პოლიტიკურ არგუმენტებში ორიანი აქვს, სამართლებრივ არგუმენტებში – მინუს ორი

13:26, 22.10.2026

აგენტურულ ოპოზიციას პოლიტიკურ არგუმენტებში ორიანი აქვს, სამართლებრივ არგუმენტებში – მინუს ორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები არიან, კვალიფიკაციაშიც ძალიან უჭირთ და ესეც ბუნებრივია.

„საკონსტიტუციო სასამართლოზე მათი საუბრიდან გამომდინარე იკვეთება და ძლიერდება ის არგუმენტები, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ისინი  აღიარებით ჩვენებას იძლევიან, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ძალები. რა თქმა უნდა, დანარჩენს სასამართლო შეაფასებს და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი საჯარო და გამჭვირვალეა. პროცესს თვალყურს ადევნებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას გადაწყვეტილება არჩევნებზე უკვე გამოუტანა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი