რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ქალთა კვოტირებაზე გადაწყვეტილებას პროპორციული სიის წარდგენისას დაიცავს
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ქალთა კვოტირებაზე გადაწყვეტილებას პროპორციული სიის წარდგენისას დაიცავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ქალთა კვოტირების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პროპორციული სიის წარდგენისას დაიცავს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ქალთა კვოტირების თაობაზე ცვლილებების დამტკიცება, საერთაშორისო პარტიონერების მხრიდან დადებითად შეფასდა, თუმცა ასე არ იყო შეფასებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

„მათი რიტორიკა უკვე ცხადი მაშინ გახდა. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას დაიცავს მაშინ, როცა პროპორციული სიის პრეზენტაცია იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“  30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე წარადგინა, რომელთაგან ერთია განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია ვერ დარეგისტრირდება.