რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ლევან იზორიას ელჩად წარდგენა გერმანიის პოლიტიკურ, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში მის კონტაქტებს უკავშირდება
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ლევან იზორიას ელჩად წარდგენა გერმანიის პოლიტიკურ, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში მის კონტაქტებს უკავშირდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ლევან იზორიას გერმანიის ელჩად წარდგენა უკავშირდება მის კონტაქტებს გერმანიის პოლიტიკურ, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, იზორიას ელჩად წარდგენის დამატებითი არგუმენტია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ნატო-სთან მიმართებაში მისი წარმატებული და ეფექტური მუშაობა.

„ლევან იზორიას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, მას დოქტორის ხარისხი აქვს დაცული და კარგი კონტაქტები გააჩნია როგორც სამეცნიერო, ასევე აკადემიურ წრეებში. მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის საქმიანობა განსაკუთრებით ეფექტური იყო ნატო-სთან დაახლოების პროცესში. ლევან იზორიას საქმიანობა გერმანიაში საქართველოსთვის წარმატებული იქნება ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ისინი ყველა გადაწყვეტილებისა და პროცესის წარმოჩენას ცდილობენ ოდიოზურ ასპექტში, რაც მათ ოდიოზურდ წარმოაჩენთ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.