რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე.

„სამაგალითო საქმე იქნება, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ვერც მოქალაქეზე, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. ასევე ვერავინ გაბედოს, გულგრილად უყუროს ნებისმიერი დანაშაულისა და ძალადობის ფაქტს.

მეორე მხრივ, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანისგან და ჯგუფისგან მოვისმინეთ სიძულვილის ენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, თითქოს ეს ადამიანები აპროტესტებენ და იცავენ შშმ პირთა უფლებებს, მაგრამ ამას აკეთებენ სიძულვილის ენითა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ეს ხაზს უსვამს, რომ ისინი ამ პოზიციით არ არიან გულწრფელები და საქმე გვაქვს ფარისევლობასთან. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც იღებს ვალდებულებას, საჯაროდ ილაპარაკოს ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფზე, მათ საჭიროებებზე, უნდა ილაპარაკოს გამართულად და არა დისკრიმინაციულად, სიძულვილის ენით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაკავებული.