რატი იონათამიშვილი - 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ
რატი იონათამიშვილი - 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, – წერს რატი იონათამიშვილი.

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით იმართება მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.