რატი იონათამიშვილი – 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“

11:15, 02.08.2023

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება. ეს არის სინდიკატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ებრძვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, პროვოკაციების გარდა, საზოგადოებისთვის არაფერი შეუთავაზებია.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ასეთი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში იყოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი