რატი იონათამიშვილი - ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო გადააგდო და პორტის აშენებისთვის არაფერი გაუკეთებია, ოთხი კონგრესმენის წერილის შინაარსით მოხარული ნუ იქნება
რატი იონათამიშვილი - ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო გადააგდო და პორტის აშენებისთვის არაფერი გაუკეთებია, ოთხი კონგრესმენის წერილის შინაარსით მოხარული ნუ იქნება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანაკლიის პროექტი შედგეს და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად სახელმწიფო გადააგდო და ოთხი წლის მანძილზე არა თუ პორტის აშენება, არამედ  ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, ოთხი კონგრესმენის წერილის შინაარსით მოხარული ნუ იქნება. მას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეს ქართულმა საზოგადოებამ იცის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანაკლიის პროექტი შედგეს და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.