რატი იონათამაშივილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული დადებითი დინამიკა უნდა აღინიშნოს, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ საკითხებს კი, რეაგირება უნდა მოჰყვეს
რატი იონათამაშივილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული დადებითი დინამიკა უნდა აღინიშნოს, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ საკითხებს კი, რეაგირება უნდა მოჰყვეს

პენიტენციური სისტემა ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო სფეროა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარების მხრივ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, რატი იონათამაშივილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება არ აღინიშნოს დადებითი დინამიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ პენიტენციურ სისტემაში არის მიღწეული.

„არ შეიძლება იმ დადებითი დინამიკის არ აღნიშვნა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არის სახეზე. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, იუსტიციის სამინისტრომ გადაგზავნა პროკურატურაში ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ღონისძიებებიც ჩატარდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში დასახელებული ფაქტები არ იძლეოდა იმაზე საუბრის საშუალებას, რომ პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურა გაძლიერებულია, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხს რეაგირება მოყვეს.